საუკეთესო HR პროექტი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2015 წლის კონკურსი "საუკეთესო HR პროექტი - 2015" ცხადდება გახსნილად. საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად.
„HR პროფესიონალთა გილდია“, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების წარმატებული პროექტების დაჯილდოებით, პროფესიონალი ეიჩარების წახალისებასა და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის სტიმულირებას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციების სტრატეგიული გეგმების წარმატებული განხორციელებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მართვისა და HR პროფესიონალთა შესაძლებლობების აქტიური გამოყენება. ამისათვის, საუკეთესო საშუალებაა საქართველოში უკვე განხორციელებული ან განსახორციელებელი პროექტებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე

საკონკურსო განაცხადის ფორმა