საქართველოში ადამიანის რესურსების პირველი საერთაშორისო კონფერენცია

22013 წლის 10 მაისი, პარასკევი Courtyard By Marriott Tbilisi 2013 წლის, 10 და 11 მაისის კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდება შიდა პიარის, როგორც ერთ-ერთი უახლესი მიმართულების განვითარების საკითხებზე. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელიც დაგროვილია პერსონალის, შიდა პიარისა და საკადრო სამართლებრივი საკითხების მიმართულებით. გაეცნონ იმ ეფექტურ მოდელებს, რომელიც საქმიანობის ამ სფეროებშია დაგროვილი. HRPG-ის და HR&IPR ასოციაციის წევრებს გეკუთვნით ფასდაკლება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@hrpg.ge

2013 წლის 10 და 11 მაისს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებითა და ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის დახმარებით, პირველად საქართველოში გაიმართა ადამიანის რესურსების საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „შიდა პიარი – წარმატების გარანტი“. კონფერენციის მიზანი იყო ხელი შეუწყო ადგილობრივ პროფესიონალებისათვის პერსონალის მართვის, შიდა პიარისა და შრომით სამართლებრივ ურთიერთობების მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში, სხვა ქვეყნებში დანერგილი ეფექტური მოდელების გაცნობასა და უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარებაში. კონფერენციაში მონაწილეობედნენ საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ლატვიის, თურქეთის, სომხეთისა და ყაზახეთის ადამიანის რესურსების სფეროს პროფესიონალები და იურისტები. კონფერენციის წამყვანი პარტნიორები იყვნენ „ეფეს საქართველო - ლუდსახარში ნატახტარი“ და „ჯეი თი აი კავკასუსი“.