კონფერენცია თემაზე „HR - მედიატორი ორგანიზაციაში“

HR პროფესიონალთა გილდიამ კონფერენცია თემაზე „HR - მედიატორი ორგანიზაციაში“ 4-5 ოქტომბერს ნაფარეულში მდებარე სასტუმრო „ტყუპების ძველ მარანში“ გამართა.

კონფერენციიის მიზანი HR-ის პროფესიულ საქმიანობაში, მისი, როგორც მედიატორის როლის შეფასება და მედიაციის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება გახლდათ. ორდღიან გასვლით კონფერენციაზე ფართო დისკუსიის საგანი გახდა HR პროფესიონალთა მრავალფუნქციური როლი და მასზე დაკისრებული ძირითადი ფუნქციების წარმატების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორები. დისკუსიის მიმდინარეობისას, ასევე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო შიდა ორგანზაციული კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ინფორმაციის გავრცელების საშუალებების განხილვას.

დამსწრეებს საშუალება ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ კომპანია ვაბაკოს კუთვნილი საკადრო პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა მოდულების შესახებ.

HR პროფესიონალთა გილდია მადლობას უხდის სასტუმრო „ტყუპების ძველი მარნის“ ადმინისტრაციას კონფერენციის მონაწილეთათვის კომფორტული და ნაყოფიერი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, სასტუმროს ტერიტორიაზე სასიამოვნოდ გატარებული თავისუფალი დროისათვის და გაწეული გულუხვი მასპინძლობისთვის.