პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად წარმოადგენდენ პრაქტიკის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებებს .

ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა პრეზენტაციები პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ, დაესვა კონკრეტული შეკითხვები დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის და გაცნობოდა პროგრამის ხანგძლივობასა და სწავლების მეთოდოლოგიას.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ დასაქმების ხელშემწყობი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლებმაც ფესტივალის სტუმრებს გააცნეს შრომის ბაზრის ტენდენციები და ჩაუტარეს მასტერკლასი CV-ის მომზადების შესახებ. მათ შორის იყვნენ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის არსის, მისიის, ფუნქციებისა და მნიშვნელოვნების შესახებ.