განხორციელებული ცვლილებები და დამატებები

29 ივნისს ეიჩარ პროფესიონალთა გილდიისა და ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის (HR&IPR ასოციაცია )ეგიდით ჩატარდა ერთდღიან სემინარი „შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებსა და დამატებებზე“. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსში.

-სემინარი მიზანი: სემინარის მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოს შრომის სამართალში.

-სემინარის პრაქტიკული ღირებულება: სემინარის განმავლობაში მონაწილეებს მიეწოდება რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება დაეხმარება ორგანიზაციას შეძლოს უმტკივნეულოდ გადალახოს გარდამავალი პერიოდი და არ დადგეს არასასურველი შედეგების წინაშე.


-სემინარის თემები: სემინარი მოიცავს ყველა იმ საკითხს რაც შეცივალა შრომის კოდექსში კერძოდ, • დისკრიმინაციის აკრძალვას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში;
• შრომის ურთიერთობის სუბიექტებს; დასაქმებულის ინფორმირებულობას;
• კანდიდატის ან დასაქმებულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და გადამუშავებას.
• შრომის ხელშეკრულების ფორმას და ვადას;
• კანონის განსაზღვრული ნორმების პრიორიტეტულობას შრომის ხელშეკრულებასთან;
• შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობებს;
• გამოსაცდელი ვადას;
• სამუშაო დროის ხანგძლივობას და ზეგანაკვეთური სამუშაოს;
• დამატებითი შვებულებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოზე დასაქმებისათვის;
• შრომითი ურითიერთობების შეჩერების პერიოდის დაზუსტებას;
• შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;
• სამუშაოდან განთავისუფლებისას გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის წესს;
• მასობრივ დათხოვნას; გაერთიანების თავისუფლებას;
• კოლექტიური ხელშეკრულებას; შრომის დავის საკითხებს;
• გაფიცვასა და ლოკაუტს;
• სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიას;
• შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვებს და სხვა თანმდევ საკითხებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ყოველი მონაწილე მიიღებს სემინარში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამის სერთიფიკატს.
სემინარის ჩატარდების თარიღი და დრო: 2013 წლის 29 ივნისი 12.00-დან 18.00 საათამდე.